ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ ე.წ. სირცხვილის დერეფანს “გირჩი” არ უერთდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
„გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია. სხვა პარტიას თუ უნდა რამე მსგავსის გაკეთება, უნდა და გააკეთებს…
მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
„ოპოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ოპოზიციის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სააკაშვილთან და ამ ნაწილში უარყოფითად მოქმედებს. მე ნაკლებად მაინტერესებს, სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს. მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც თავისი პირადი დღის წესრიგი აქვს და მის გატარებას ცდილობს”,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან ე.წ სირცხვილის დერეფნის მოწყობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა.
კომენტარები