ძალიან რთულია, როდესაც შენს გაკეთებულ საქმეს სხვები აფუჭებენ. ასე ეხმაურება პარტია “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე პარტიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
“გირჩი” – სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი. ”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ! ეს ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც.
თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა. მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში; ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ; ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;
ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს. მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს. ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს, ვინც გვერდით გიდგას”
ცნობისთვის, „გირჩის“ საპარლამენტო სიის მე-2, მე-3 და მე-4 ნომრებს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს საკუთარი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ მათთან ერთად, „გირჩის“ კეთებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, ზურა გირჩი ჯაფარიძეს უკვე ელოდებიან პარტიის ოფისში, სადაც ყველა მის მიერ დასახელებული ლიდერია შეკრებილი.
კომენტარები