„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მედიასთან აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანი სისტემის მსხვერპლი იყო.
„დიახ, სისტემის მსხვერპლი იყო სანდრო გირგვლიანი და სხვა ყველა, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა სისტემის, სადაც ერთ პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონტროლი და მიუხედავად იმისა, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდა ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ქვეყნის გარეთ მტრებთან და სამართალდამცველი ორგანოები ამ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი ივანიშვილისგან განსხვავებით, ამ სწორ ბრძოლაშიც, თუ არ გაქვს გამაკონტროლებელი მექანიზმები და სასამართლო, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და ეს აღარ უნდა დავუშვათ.
მე მაშინ ვიყავი პოლიტიკური ლიდერი პარლამენტში, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, მე პასუხისმგებელი ვიყავი ყველაფერზე, რაც მოხდა, ან არ მოხდა. სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ მიმიძღვის, თუ ამ აღიარებას ელოდებით უკვე მეორე გადაცემაა ჩემგან”
კომენტარები