პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ, მიმართა და თქვა:
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ, რა არ გააკეთა და რა გააფუჭა პერსონალურად პრემიერმა ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მე გეტყვით, რა გააკეთეთ. გააკეთეთ ის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე უკვე ოფიციალურად დასვით სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელად, ანუ მზად ხართ, პირადად თქვენ და მთელი თქვენი პოლიტიკური გუნდი, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს გადააყოლოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.
მოახერხეთ ის, რომ საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან და შემორბიან რუსები. პირადად თქვენ, თქვენმა გუნდმა მოახერხეთ და გააკეთეთ ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი“
კომენტარები