საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მესამე პრეზიდენტს მისალოცი წერილი მისწერა, სადაც წერს:
“ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა, რომელმაც მედიასთან კომენტარისას, პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.
კომენტარები