ერთ-ერთი პატიმრის დედის, მაია დიღმელაშვილის ინფორმაციით, გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარია დაჭრილი.
როგორც დიღმელაშვილმა ფორმულას განუცხადა, მას ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ:
“პატიმარმა დარეკა და მითხრა, ხელები გვაქვს დაჭრილიო, 3 თუ 4 პატიმარს. მითხრეს, რომ ეს ციხის უფროსის, ქინქლაძის პირდაპირი დავალებაა”, – განაცხადა მაია დიღმელაშვილმა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა სახის დაზიანებებზეა საუბარი. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გლდანის ციხეში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი კობა კობახიძე შევიდა.
კომენტარები