გლდანის ციხის საავადმყოფოში ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს. მიხეილ სააკაშვილს, სავარადოდ კვლევას მისი დამონტაჟების შემდეგ ჩაუტარებენ.
სახალხო დამცველი თავის დროზე წერდა, რომ ციხის კლინიკა სპეციალური აპარატურით აღჭურვილი არ იყო. ლომჯარიამ პირველი შემოწმების შემდეგ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამებოდა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობდა გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები