ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გნებავთ ომის პარტია დამიძახეთ, გნებავთ პირსისხლიანი მასონი, გნებავთ ფრი და გნებავთ ბანგლადეშის ან ბურკინა ფასოს აგენტი..(რაზეც თქვენი ფანტაზია გაწვდება)…. მაგრამ, ნებისმიერ ხელისუფალს შევეწინააღმდეგები და რადიკალური ოპონენტი ვიქნები, ვინც კი ჩემი ქვეყანის, იმ ორბიტიდნ გაყვანას შეეცდება რომელ ორბიტასაც “ევრო-ატლანტუკური” სივრცე ქვია.
30 წელი ვიბრძოლე, იმისთვის რომ, ჩვენ ქართველებს, შეგვძლებოდა ფრანგებივით, ბელგიელებივით, გერმანელებივით, ესპანელებივით, ლიტველებივით და ასე შემდეგ ცივილიზებული ქვეყნების წარმომადგენლებივით, თავისუფლად გვევლო ევროპაში. გავმხდარიყავით ამ ოჯახის წევრები თუ არა, წარმომადგენლები მაინც.. გვქონებოდა ისეთივე დემოკრატიული ქვეყანა როგორ ქვეყანაშიც ამდენი წელია ვცხოვრობ…..
ხო და სწორედ ამ კურსიდან , ამ მოცემულობიდან, ამ გზიდან ვინც გადაგვახვევინებს, მტერი ვიქნები ყველასი. თუნდაც ხელისუფალი ჩემი ძმა, და ან შვილი იყოს…
მე ვთქვი .:”
კომენტარები