აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის წერილს ეხმაურება და წერს:
“დღეს, ერთი საათის წინ, გოგაშვილმა ადვოკატების დახმარებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა რომ მე, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, შემდეგ კი კამერის ჩანაწერები წაშალეს. სოსო გოგაშვილი როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩემი გატაცების საქმის კურსში იყო. ვაიძულებთ მას რომ პროკურატურაში ჩვენება მისცეს.”
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აქამდეც ამტკიცებდა, რომ მისი გატაცება პირადად ივანიშვილის ბრძანებით მოხდა.
“მუხთარლის გატაცება ივანიშვილის დავალება იყო” – გოგაშვილის სკანდალური წერილი
კომენტარები