შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორდის მარკის ავტომობილებს აუქციონზე ყიდის. სამინისტროს ავტომობილების შეძენა ღარიბაშვილის მინისტრობის დროს 8 მილიონი დაუჯდა – თითო მანქანაზე 50 ათასი. ახლა კი ავტომობილების საწყისი ფასი 10 ათასი ლარია.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თქვა, რომ აღნიშნული ავტომობილების შენახვა ჯდება ძალიან ძვირი. 8 მილიონზე მეტი გადავიხადეთ ამ ავტომობილების ჩამოყვანაში და საბოლოო ჯამში ჩამოყვანიდან ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს მანქანები ვერ იქნებოდა ისეთი ეფექტური, როგორიც მანამდე… ბიუჯეტიდან 8 მილიონი გადაიხადო, რომელსაც შემდეგ ვერაფერში გამოიყენებ – არის დანაშაული”, – ამბობს ბესიკ დონაძე, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი.
რატომ ჰყიდიან პოლიციის მანქანებს, უწყებაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
“ალია” შეგახსენებთ, ამასობაში, თავდაცვის მინისტრი ახლა თავდაცვის სამინისტროში ყიდულობს ახალ ტექნიკას, რომელსაც, მერე, ალბათ, ახალი მინისტრი კაპიკებში გაყიდის…
თუ ამ მანქანების შენახვა ძვირი ჯდებოდა და ვერ იყენებდნენ, რატომ აქვთ მათ ისეთი ცვეთა, რომ ფასი ხუთჯერ დაბალია და რა მანქანები უნდა იყიდონ იმათ ნაცვლად, რასაც ყიდიან? – არც ამ კითხვაზე გვაქვს ჯერ პასუხი.
აქვე შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გომელაურმა განაცხადა, რომ მას კაბინეტისთვის ახალი ავეჯი არ უყიდია და დივანიც კი, ღარიბაშვილის დროს ნაყიდი უდგას. ნეტავი, შს მინისტრის ნაქონი დივანი რამდენად გაიყიდება აუქციონზე?
კომენტარები