შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა:
“მინდა, მოხსენების ოფიციალური ნაწილი დავიწყო უკრაინაში განვითარებულ საომარ მოქმედებებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით. ჩვენთვის ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული. 2008 წელს, ომით, ამ აგრესიით გამოწვეული შედეგები ჩვენ საკუთარ სამშობლოში გამოვცადეთ და გადავიტანეთ. მე, როგორც რიგითი ქართველი და შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ძალიან მძიმე და რთული ვითარებაა უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობა განსაცდელშია, იღუპებიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, იბომბება ქალაქები. სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. საქართველოს მთავრობა პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს უკრაინას, ამასთანავე, საქართველოდან შეუფერხებლად იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება“
გომელაური განცხადების ტექსტს აქვეყნებს საზოგადოებრივი არხი და გამოცემის გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, გომელაურმა ისე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე, რომ რუსეთი არ უხსენებია. მან თქვა, რომ იღუპებიან უკრაინაში ბავშვები, ქალები, მოხუცები, თუმცა, ვინ კლავს უკრანაში ბავშვებს და ვინ ხოცავს მოხუცებს და ქალებს – არ უთქვამს (ვერ უთქვამს?).
კომენტარები