პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ალექსი გონჩარენკოს განცხადებას პასუხობს და ამბობს:
“გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ ამ კაცს კიევის ქუჩაში, მასზე დაყრდნობით რაიმე კომენტარის გაკეთება არასწორია
ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ პატივი. თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოტანოს. ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში. გვაფრთხილებენ, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად გაამწვავებენ საკუთარ ნაბიჯებს უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, ამის არავის ეშინია. არავითარი შანტაჟის და შიშის ქვეშ ჩვენ მეორე ფრონტს არ გავხსნით“
კომენტარები