ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ელენე ხოშტარას მიმართავს:
„ახლა ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რადგან შიმშილობა შეწყვიტე, დიდ სუფრასთან ზიხარ და ქეიფობ – ასეთია ზოგიერთის აზროვნების მასშტაბი.
მე კი ვიცი, რომ პალატაში წევხარ და ვენაზე წამლებდაერთებული რეაბილიტაციის რთული გზის დასაწყისში დგახარ.
ვამაყობ იმით, რომ საქართველოს შენნაირი შეუპოვარი ადამიანი ყავს, პრინციპული და წესიერი. და ორმაგად იმით, რომ ამსხვრევ მცდარ წარმოდგენას, პოლიტიკა რომ ბინძური ადამიანების საქმეა.
P.S. გრელკა მარტო მწვანე იყიდებოდა აფთიაქებში. ოყნის სისტემასაც გვთავაზობდნენ ბონუსად, მაგრამ ეგ რომ მომეტანა, რამდენიმე ქოცს მანდ არ აცდებოდა ბროწეულის ოყნები და აღარ წამოვიღე.“
კომენტარები