ირმა ზოიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბათუმში, აქციაზე გუშინ 8 ადამიანი დააკავეს. გავიდა 24 საათზე მეტი და ისინი ისევ საპყრობილეში არიან. არავინ გვეუბნება რატომ არიან იზოლატორში აქციის მონაწილეები ამ დრომდე. არ გვეუბნებიან როდის გამოუშვებენ, არ გვეუბნებიან როდის გადასცემენ სასამართლოს. არ გვეუბნებიან რა დააშავეს. მათ ადვოკატებსაც კი არ აწვდიან ინფორმაციას. საიას წარმომადგენლებს გავყევით ჩვენ და პასუხი არ მიუღიათ . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვერ ვიპოვეთ ვერც ერთი საჯარო პირი ვინც პასუხს გაგვცემს. დავრეკე 112 ში მითხრეს ერთადერთი რაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ ესაა რომ გითხრათ სად არიანო. სხვა ჩვენი საქმე არ არისო.
დაკავებულებს შორისაა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე, Irakli Kupradze მას იცავს მანდატი რომელიც ბათუმელებმა მისცა მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა, რომ ასეთი გადაცდომა არ მომხდარიყო. დაკავებულებს შორისაა ახალგაზრდა, გიორგი ვაშაყმაძე Giorgi Vashakmadze რომელიც ეხლა ცდილობს გაიგოს რა არის პოლიტიკა. აქციაზე გაიზარდა, სხვა გამოცდილება და წარსული მას ჯერ არ აქვს. ეხლა იზოლატორშია, არავინ იცის ვისთან ერთად.
ალბათ, ასე ცდილობენ “ჭკუა ასწავლონ’ ახალგაზრდებს. პუტინი მეტს კი არაფერს აკეთებს ეხლა თავის მოქალაქეებთან!!!! ჰოდა გონს მოეგე საქართველოს მთავრობა აჭარის მთავრობა თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze @საქართველოს გენერალური ინსპექცია. !!!!! #პუტინხუილო. #ღარიბაშვილიგადადექი მეც დაგელოდოთ?
პ.ს. ირაკლი ჩემი მეგობარია და მას პერსონალურადაც ვგულშემატკივრობ. ვიცი ვინაა, პასუხისმგებელიც შემიძლია გავხდე მის ქცევაზე და ვერ ვხვდები რანაირად შეიძლება ეს ადამიანი რაიმე საბაბით იჯდეს საკანში თუ მისი არ გეშინია. ჰოდა ძალიან კარგი თუ გეშინიათ მისი სიმართლის და ენერგიის!!!!
კომენტარები