Google -მა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაზე ანგარიში მოამზადა, რათა ჯანდაცვის უწყებებმა უფრო ნათლად დაინახონ მათ მიერ გამოცხადებული სოციალური დისტანციის შედეგები. კვლევა ეფუძნება მობილური ტელეფონებიდან მიღებულ ინფორმაციას.
მონაცემები, 16 თებერვლიდან 29 მარტამდე პერიოდს მოიცავს.
რესტორნები, კაფე, სავაჭრო ცენტრები, პარკები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოეთეატრები – ამ ნაწილში საქართველოს მოქალაქეების აქტივობა –67% არის შემცირებული.
ბაზრები, სასურსათო საწყობი, ფერმები, კვების ობიექტების სპეციალიზირებული მაღაზიები, აფთიაქები – მოქალაქეთა გადაადგილება შემცირდა –36%-ით.
ნაციონალური პარკები, საზოგადოებრივი პლაჟები, ძაღლების პარკები, საზოგადოებრივი ბაღები – 24%.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი, რკინიგზის სადგურები – აქტივობა შემცირდა –53%-ით.
სამუშაო ადგილებში მობილობა – 38%-ით.
საცხოვრებელ უბნებში გადაადგილების ტენდენცია – გაიზარდა 12%-ით.
Google-ში განმარტავენ, რომ მათ მიერ გავრცელებული მონაცემების სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესადარებლად გამოყენება, რეკომენდებული არ არის.
„ლოკაციის სიზუსტე და კლასიფიცირება ვარირებს რეგიონიდან რეგიონზე, ამიტომ არ გირჩევთ ამ მონაცემების გამოყენებას ქვეყნების შედარებების დროს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
სხვა ქვეყნების მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
კომენტარები