პოლიტოლოგი, ლევან შენგელია:
“2022
(ისევ რუსეთ – საქართველოს ურთიერთობებზე)
“გოპნიკი და ლოხი”
—————
ჩემი აზრით, ეს ურთიერთობები შეიძლება აღიწეროს ჟარგონის ენაზეც, ქუჩის ტერმინებით.
———–
“გოპნიკი” და “ლოხი” (гопник и лох) – რუსული სოციალური ფსკერის ამ პერსონაჟების თვისებები, ხასიათი, სოციალური წარმოშობა და კულტურის ტიპი, ამ ორს შორის ურთიერთობების და დამოკიდებულების ფორმატი ჩემი აზრით ზუსტად ასახავს რუსეთსა და საქართველოს, მათს საზოგადოებებს შორის ურთიერთობის ძირითად ფორმატს.
ახლა მე დავახასიათებ თითოეულს და მერე მერე ვნახოთ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ამ ქვეყნებს შორის ისტორიული ურთიერთობების ხასიათს
დავიწყოთ,
გოპნიკი (гопник) – სოციალურად დაუცველი ტიპი, წარუმატებელი ინდივიდი, ეთაყვანება ძალის კულტს, ყველაფერი უცხოსადმი აგრესიულია.
გოპნიკის მორალური პრინციპები პრიმიტიულია და უპირისპირდება საყოველთაოს, კანონიერს, სამართლიანს.
გოპნიკის სინონიმია “ჟლობი” (жлоб) და “ბიდლო” (быдло).
რეალურად, ის სუსტია, მაგრამ აგრესიულია და ამით აშინებს მსხვერპლს.
ლოხი (лох) – ბრიყვი, ხეპრე, გარკვეული აზრით გონებასუსტი ინდივიდი, თავმოუბმელი, ქურდული სლენგის მიხედვით მსხვერპლი. მშიშარა, თავდაცვისუუნარო, მონურად მორჩილი ტიპი.
რამდენად მარჯვე და შესაბამისია ეს ცნებები რუსულ-ქართული ურთიერთობების შესაძლოა არასრული მაგრამ ძირითადი ხასიათის აღსაწერად – თქვენ განსაჯეთ.”
კომენტარები