ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის წერილს ეხმაურება:
„ცალკე საკითხია, რა ააშენე საერთოდ, მაგრამ ეგ სხვა დროს. დღეს “ჭამის დღე” გაქვს და მადას არ გაგიფუჭებთ. გორის გზაზე წეროვანსაც გაივლი, მარჯვნივ გაიხედე და შენი ყველაზე დიდი დანაშაულის სინამდვილეს დაინახავ. იმ ათასობით გაუბედურებულ ხალხს, რომლებიც შენი, პირადად შენი ავანტურის გამო სახლებიდან გამოყარე და ბარაკებში ჩაასახლე!!!
შემდეგი “ღირშესანიშნაობა”, რაც გზაზე შეგხვდება – ახალგორისკენ გადასახვევი, იმ ახალგორისკენ – პუტინს ხურდად რომ ჩააბარე და “ლენინგორად” რომ აქციე, სადაც ავადმყოფი მხოლოდ იმიტომ კვდება, რომ ქართველია და ჩვეულებრივ, და არა “მულტიპროფილურ” კლინიკაში გადაყვანის შანსი, შენსავით – მას არ გააჩნია.
მერე ბანერთან ჩაუხვევ, სადაც “ცხინვალამდე 26 კმ” წერია, სადაც თავისუფლად ჩადიოდა ქართველი და იქიდან თბილისამდე კიდევ – ოსი. რაც შენ და პუტინს ნერვებს გიშლიდა და 2004 წლის ივლისში შენ ამასაც მოუღე ბოლო. იმედია ამ და სხვა დანაშაულის გამო მალე სამუდამო სასჯელს მიიღებ!!!
ბოლოს, მძღოლს შეგიძლია სთხოვო, იმ ქუჩით გაგატაროს, სადაც მიწაზე პირქვე ფოფხავდი “მთავარსარდალო”, შენს მიერ მიტოვებული და გაოცებული ბერნარ კუშნერის თვალწინ…“
კომენტარები