გორის სამედრო ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდას შესახებ, ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს.
„გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა.“
შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი მედდას დაუდასტურდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.
არსებული ინფორმაციით, გუშინ ის იმყოფებოდა ძმის ოჯახში, რომელიც სოფელ კარალეთში ცხოვრობს.
როგორც კარალეთის გამგებელმა, ჰამლეტ პეტუაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასთან და რძალთან. მათ თვითიზოლაციისრეკომენდაცია უკვე მიეცათ.
“ალია” – როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტრო, კიდევ არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს და ავადმყოფებთან შემხებლობაში მყოფ პირებს – სამედიცინო პერსონალს, ყოველ დღე სამსახურის მერე სახლში უშვებს, ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ცალკე შენობა გამოჰყოს დასასვენებლად და ცვლებში ამუშაოს – როგორც ამას საუნივერსიტეტო კლინიკა აკეთებს და ორ კვირაში ერთხელ უშვებს პერსონალს სახლში.
კომენტარები