საქალაქო სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილებით, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მთავარი ბუღლატერი ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში დარჩება, გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულმა ბუღალტერმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ მზადაა ციხეში იმდენი წელი გაატაროს, რამდენსაც მოსამართლე განუსაზღვრავს.სხდომის დაწყებამდე, ბრალდებულმა შვილს სთხოვა დაეტოვებინა სასამართლო დარბაზი, რადგან მისი სრცხვენოდა. ლეილა წკრიალაშვილს კი შვილი ემუდერაბოდა, დაესახელებინა ის პირები, ვისაც ხელს აფარებდა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ლეილა წკრიალაშვილს ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას ედავება. ირკვევა, რომ ბუღალტერი თანხას ჯერ აზარტული თამაშების ანგარიშზე, შემდეგ კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. იმისთვის, რომ ბიუჯეტში გარღვევა და დისბალანსი არ ყოფილიყო, აიპის თანამშრომლებს წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ შვებულებაში უშვებდნენ.
ბიუჯეტის თანხებიდან სულ მითვისებულია 350 ათასი ლარი. არის თუ არა დაკავებული ბუღლატერის თაღლითური სქემის მსხვერპლი და ჰყავს თუ არა ამ სქემას სხვა მონაწილე პირები, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს.
კომენტარები