თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორის თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი 51 წლის ელგუჯა კედელაშვილი გარდაიცვალა.
„მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა.
მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა.
პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი, შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს.
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.“– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები