გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, კორონა ვირუსზე, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების პასუხები ცნობილია. როგორც ცოტა ხნის წინ, სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, დავით ბარლიანმა განაცხადა, არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჰოსპიტალმა ლუგარის ლაბორატორიაში სულ 10 პაციენტის ნიმუში გააზავნა. ამ დროისთვის საკარანტინო ზონაში სულ 20 პირია მოთავსებული, მთგან 4 გუშინ ღამით შეიყვანეს. დავით ბარლიანის თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში ირანის 5 და საქართველოს 15 მოქალაქე რჩება, მათგან 3 სამხედრო პირია. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
კომენტარები