რადიო „მოზაიკას“ ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ დევნილთა დასახლებაში 63 წლის ქალი გააუპატიურეს. გამოცემა ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, 63 წლის ქალს სექსუალური ძალადობის კვალი სხეულზე აღენიშნებოდა.
მისივე ცნობით, ძალადობის მსხვერპლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავს, რომელიც ძალადობის ფაქტს თავად შეესწრო.
„ეს ქალი თვითონ მომიყვა ამ ამბავს. მე სოციალური მომსახურების სააგენტო ჩავაყენე საქმის კურსში. დროებით ჩემთან შევიფარე. ეს ამბავი შევატყობინე პოლიციასაც, თუმცა მათთვის ეს თემა სასაცილო აღმოჩნდა. ვიცი, რომ ის კაცი ამ დრომდე თავისუფალია“
კომენტარები