ფორმულას ინფორმაციით, გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს. ის დაახლოებით 1 საათია, რაც კლინიკა გორმედშია გადაყვანილი, თუმცა, ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
ფორმულას ინფორმაციით, რაულ გაგოშიძეს თავს, ასევე ბიზნესმენი მალხაზ ნადირაძე დაესხა და ცივი იარაღით, მაკრატლით ჭრილობები მიაყენა. უცნობია ჭრილობების რაოდენობა და სიმძიმე.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, რაულ გაგოშიძე რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ამერიკიდან, დაპირისპირება კი ბიზნესმენებს შორის, სავარაუდოდ, ბიზნეს წილებს მოჰყვა.
შსს-ს. უწყების ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, შსს არ ადასტურებს რომ თავდამსხმელი მალხაზ ნადირაძეა.
კომენტარები