გუშინ, გორში დაჭრილი ორი ახალგაზრდას მდგომარეობა ისევ მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. გუშინ, საავადმყოფოში მიყვანისთანავე მათ ოპერაცია ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, სხეულის არეში ახალგაზრდებს აღენიშნებათ განსაკუთრებით სახიფათო ჭრილობები.
სავარაუდო დამნაშავეები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 2 პირი იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
კომენტარები