მკვლელობა მოხდა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში – მოკლული შუა ხნის მამაკაცია. მას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა.
სოფელში ყვებიან, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი. ის ციხიდან ახლახანს გამოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
კომენტარები