გორში, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ “გალერეაში“ სროლა იყო – თავს ორ მამაკაცს დაესხნენ თავს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია 30 წლის მამაკაცი. მეორე კი, დაჭრილია.
“ამბების” ინფორმაციით, თავს- მამა-შვილს დაესხნენ, ისინი და მკვლელობაში ბრალდებული თანამშრომლები იყვნენ, წლების წინ “გალერეაში”მაღაზიებს ფლობდნენ და ერთად ვაჭრობდნენ.
ცნობილი ხდება მამა-შვილის ვინაობა, რომლებსაც გორში დაესხნენ თავს.
გარდაცვლილია გორის მკვიდრი 30 წლის გიორგი ცაციაშვილი, მისი მამა 50 წლამდე ასაკის დათო ცაციაშვილი კი მძიმედ დაჭრილია და “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება მკურნალობა. ბრალდებული, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ასევე გორში ცხოვრობს, სერგო ახალკაცია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 19-109 მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.
წყარო: ambebi.ge
კომენტარები