გორში, წმინდა წყლის დასახლებაში საავადმყოფოს ყოფილი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოპოზიციის თქმით, ეს არის შენობა, რომელიც ხელისუფლებამ დევნილებისთვის გაარემონტა თუმცა, სავარაუდოდ, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და რამდენიმე წელი უფუნქციო იყო. შენობის რეაბილიტაციაში ათასობით ლარი დაიხარჯა და ახლა სრული დემონტაჟი სჭირდება.
რამდენი ოჯახი შეიძლებოდა ამ შენობაში დასახლებულიყო, ამას ახლა ვეღარასოდეს გავიგებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ქართული ანდაზა, ავმა ძაღლმა არც თავად ჭამა და არც სხვას აჭამაო – ზედგამოჭრილია.
ახლა გამოცხადდება ტენდერი, შენობის დემონტაჟისთვის, დაიქირავებენ მუშებს, მანქანებს და კიდევ ათასობით ლარს გადაუხდიან რომელიმე კომპანიას.
არადა, წესით, ამ შენობის დემონტაჟიცა და ზიანიც იმ კომპანიამ უნდა აანაზღაუროს, ვისაც რეაბილიტაციისათვის გადაუხადეს, თუ მართლაც მოხდა შენობის “რეაბილიტაცია”, თუ არადა, გორის მერი უნდა იდგეს და თავისი ხელით, აგურ-აგურ ასუფთავებდეს და ან ბოდიშებს იხდიდეს, სამართალი რომ იყოს ქვეყანაში.
კომენტარები