გორის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელსაც სხვა ნივთებთან ერთად ბიუსტჰალტერისა და საცვლების ქურდობა ედებოდა ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს.
ერთი საცხოვრებელი ბინიდან ჯ.ჯ-მ 100 დოლარიანი კუპიურა, ერთი ვარდისფერი ტრუსი, ერთი წითელი ტრუსი და ერთი შავი ფერის ბიუსტჰალტერი მოიპარა.
მეორე ბინიდან კი, მობილური ტელეფონი ნოკია აშა 530 და სახლის ეზოდან 1 ცალი ლურჯი საცვალი.
ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ, სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ჯ.ჯ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სკამის გამოყენებით და სკამი ჩაარტყა კიდეც.
სამწუხაროდ უცნობია, გადამოწმდა თუ არა დაკავებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ტრუსის ქურდობას რომ თავი დავანებოთ, ზრდასრული ადამიანი პოლიციას სკამის გამოყენებით მოკვლით რომ ემუქრება – მინიმუმ ეს მაინც მიუთითებს არაადეკვატურობაზე.
“ალია” ეცდება დეტალების დაზუსტებას
კომენტარები