ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, რომან გოცირიძე ქართული ოცნების პარტიულ სიაზე “ფორმულასთან” საუბრობს:
“ერთი ფლანგი მომღერლები, მეორე – სპორტსმენები, წინა ფლანგი ინგლისურის მცოდნეები, უკანა – ფულის საშივნელად მოსული ბიზნესმენები და საშუალოსანი ნომენკლატურა. ერთი საფრთხე მაინც აქვს ამ სიას. იმ პარლამენტში ყველა ინგლისურის მცოდნე გაეცალა, საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოეშალათ”, – თქვა გოცირიძემ.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ენმ-ის სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა, ასევე, სიაშია სპორტსმენი მამუკა კვირკველია, ბიზნესმენები, კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი, – რომან გოცირიძე პასუხობს: “მასშტაბი სხვადასხვაა”.
კომენტარები