„გპირდებით, ჩემი შეხვედრები არჩევნების შემდგომაც აქტიურად გაგრძელდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ძალიან პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა მახინჯაურის და ფერიის თემის მოსახლეობასთან. მე მათ, ჩემი შემდგომი ოთხწლიანი მუშაობის გეგმები და მთავარი ასპექტები გავაცანი.
გპირდებით, ჩემი შეხვედრები არჩევნების შემდგომაც აქტიურად გაგრძელდება! მე, მუდამ ვიდგები ჩემი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის კეთილდღეობის სადარაჯოზე. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს თბილი დახვედრისა და დათმობილი დროისთვის“, – აცხადებს დიასამიძე.
კომენტარები