პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:
“სერიიდან:
გრაალის მცველები
17 თებერვლის დილის შემდეგ, ენმ- ის ოფისში მორიგეობის სია დგება, ვინ რა დროს უნდა იყოს ოთახში, ოთახთან, დერეფანში, სხვა ოთახებში, ეზოში, ეზოს გარეთ…
ბევრნი ვართ, თანამებრძოლებიც, აქტივისტებიც,
ამომრჩევლებიც, თანამგრძნობნიც…
ვინც ჩაწერეს და გაანაწილეს ყოველი დღის ყოველი საათის მიხედვით, ეს ცალკე და თავისით, ენთუზიაზმით და მომავლის რწმენით ვინც მოდის თუ დგას, ეს კიდევ ცალკე.
– აქ უნდა ვიყოთ სულ დღედაღამ და დავიცვათ ნიკა და ქვეყანაო, ამბობს… – აღარც ვიცი, ვინ და რომელი, ყველა ამბობს.
– რამდენნი ვართ ეს “გრაალის მცველები”- მეთქი, – ვთქვი მე.
და სწორადაც ვამბობ.
ჩვენ გრაალის მცველები ვართ!
ახლა ნიკა მელიაშია ლამის განსხეულებული გრაალის თასი
პერანგში ყოფილა დაბადებული ეს მელია
თეთრი შურით გვშურს გარშემომყოფებს, მაგრამ რას ვიზამთ
ჩვენ მცველები ვართ,
გრაალის მცველები!..
ვიცავთ ნიკას,
ვიცავთ სამართალს, ზნეობას, თავისუფლებას, სამშობლოს!..
გრაალის მცველობაც მეტი რა არის?..
ერთი საუკუნის წინ, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ როცა გრიგოლ რობაქიძემ და “ ცისფერყანწელებმა” გრაალის თასი საქართველოს სიმბოლოდ დასახეს და თავიანთი თავი და თანამგრძნობნი – გრაალის მცველებად, – მას შემდეგ ვებრძვით რუსულ ოკუპაციას და რუსულ გავლენას და აღარა კმარა?..
ახლა მაინც უნდა გავიმარჯვოთ!..
ჩვენ გრაალის მცველები ვართ!
ყველა, ვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომაცალი გვაღელვებს!..
ჩეენ მიზანი გვაქვს!
სიმართლის, სიწმინდის, ზნეობის,თავისუფლების – სამშობლოს დაცვა და გადარჩენა!..
–
ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ!..
საუკუნეა ვიბრძბით!..
მოვიდა დრო!..
პ.ს. ფიროსმანის ეს “ მელია”, ნიკა მელიას სამუშაო ოთახის კედლიდან შემოყურებს შემსვლელს…
ეს ე.წ. “ პრონტი”, შერჩეული კედელი და ფოტოს ზომა-წონა ეკა ხერხეულიძის ნააზრევ- ნამოქმედარი ყოფილა…
მე უნებართვოთ წამოვიღე და აქ, ჩემს კედელზე ჩამოვკიდე”
კომენტარები