მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ბორის გრებენშიკოვის ამ რუსულ ენაზე შესრულებულ სიმღერას მე ყველა რესტორანში გავუშვებდი. როცა რუსი ტურისტები შემოვიდოდნენ, მაშინ ხმას ავუწევდი და მოვასმენინებდი და მოვასმენინებდი… მართალია, ბევრი მათგანი ვერაფერს მიხვდებოდა, იმიტომ, რომ აქამდე ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მე თვითონაც მომწონს და რწმენას გავიძლიერებდი, რომ იქაც დარჩნენ ადამიანები. თანაც უკრაინელებსაც გაუსწორდებოდათ.
ადრე თუ გვიან რუსები მიხვდებიან, რომ მათი რუსი გენერლები მათივე სიკვდილს სვამენ და ჭამენ, და მშობლებს ვინც უხოცავდა, ისინი ახლა მათი შვილების დახოცვას გეგმავს. მართლა ცხოველები ხომ არ არიან, როდისღაც გააცნობიერებენ, რომ ისინი ცეცხლმოკიდებულ მატარებელში სხედან, და სანამ მსოფლიოს ააფეთქებენ, ეცადონ თვითონ არ იქცნენ ნაცარტუტად. სხვისას თუ წაეპოტინებიან, გაუმაძღრები საკუთარსაც დაკარგავენ. შეიძლება მსოფლიოს ბევრი ქალაქი ააფეთქონ, მაგრამ საპასუხოდ მსოფლიო რუსეთს გააქრობს, აღარ იქნება არც მოსკოვი და არც სანქტ-პეტერბურგი, და დარჩება მის ადგილზე რადიაციულ ჭვარტლში აზელილი ცრუ ეკლესიები.
ასეთ რუსულებს მე ყოველთვის ვუსმენდი და მთავარი პრობლემა რუსულებში კი არ არის, ჩვენი ხალხის უგუნურებაშია. თორემ ეს ლაივი მონრეალშია ჩაწერილი.”
კომენტარები