თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება.
ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.
ჯილდო 4 წლის წინ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით დაარსდა. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.
2024 წლისთვის ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა, ესენია:
“ტექნოლოგიური ლიდერის” კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები დასაკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებს ახორციელებს.
კატეგორიაში “აღმოჩენა ახალ თაობაში” დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგონა, რომელიც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებითა და პროფესიული მისწრაფებებით გამოირჩევა და აქვსპოტენციალი გახდეს სფეროს ლიდერი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
“გამორჩეული მეცნიერის” ტიტული მიენიჭება ქალმეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).
კატეგორიაში “ინოვაციური პროდუქტი” ჯილდო გადაეცემა ინოვაციურ პროდუქტს, რომლის შემქმნელიც ქალია და რომელიც კონკრეტულ იტექნოლოგიური გადაწყვეტით ბიზნესისა თუ საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს. ამკატეგორიის გამარჯვებული შესაძლოა იყოს როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე ცალკეულიტექნოლოგიური გადაწყვეტა, პროდუქტი ან მომსახურება, რომელზეც იმუშავა გუნდმა კომპანიის შიგნით.
და ბოლოს, კატეგორიაში “ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის“ დაჯილდოვდება გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიცთანასწორობას, მრავალფეროვნებას დატექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალებისწინსვლას ემსახურება.
გამარჯვებული კომპანია მიიღებს 10 ათასი ლარსგრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნებაწინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.
გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე https://www.techawards.ge/home-1
კომენტარები