ბათუმელი მედროშე, [გაფფარ ილმაზი] საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, თხოვნით მიმართავს – თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, ემანუელ მაკრონთან შუამდგომლობა გაუწიოს და საფრანგეთის პრეზიდენტს მისთვის თავშესაფრის სტატუსი ან მოქალაქეობის მინიჭება სთხოვოს.
„მე ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს სთხოვოს, ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი, ან მოქალაქეობის მინიჭება. მე ზურაბიშვილს ვთხოვ ამას, მისი მამამისის სულისთვის, რომელიც ჩვენებურების ბელადის, ახმედ მელაშვილის მეგობარი იყო და ვინაიდან მე ვარ ახმედ მელაშვილის ქართული ეროვნული მისიის დღევანდელი გამგრძელებელი, თურქეთში ეთნიკური ქართველების ერთადერთი წარმომადგენელი”, – წერს ქათამაძე 10 მარტით დათარიღებულ წერილში.
18 მარტს სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე – რაც გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.
კომენტარები