უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში აცხადებს:
,,მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და მოაზროვნე, წინდახედულ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, ამ მძიმე დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა. ეს საქართველოს არ შველის. ეს უნდა შეჩერდეს. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას!”
კომენტარები