ჟურნალისტი, ნინო ზაუტაშვილი:
“მე მესმის, ადამიანები დაიღალნენ და აღარა აქვთ ბრძოლის უნარი, ზოგს საერთოდ არც უცდია ბრძლა, მიყვება დინებას და თვლის, რომ მაინც ვერაფერს შეცვლის, ან უარესობისკენ შეცვლის.ერთადერთი, ვისი შეჩერებაც ბრძოლის გზაზე შეუძლებელია, მშობელია.მითუმეტეს, თუ ეს მისი შვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება.ხოდა, ვინც თვლით, რომ ხართ კარგი მშობელი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე დავეხმაროთ შვილების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამნეტის მოთხოვნით მდგომ ადამიანებს.თუკი გვეუბნებიან, რომ ერთად უნდა გავიჭირვოთ, რომ კარგი გზები გვქონდეს, ჩვენი ფულიდან უნდა ფინანსდებოდეს კონცერტები, თუნდაც კარგი, მე მინდა იმ გზაზეც თავაწეულმა ვიარო და კონცერტზეც სიამოვნებით წავიდე და არ მაწუხებდეს იმის განცდა, რომ შემეძლო და ვერ დავეხმარე.
დღეს, 2 საათზე კანცელარიასთან მივიდეთ ყველა, მივხედოთ ბავშვებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს.
გთხოვთ, გემუდარებით, დღეს 2 საათზე კანცელარიასთან.”
კომენტარები