გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის მეუღლე ნატა ქიტესაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გთხოვთ, ნუ ამბობთ, ნუ მწერთ რომ ხუთივეს დახოცავდით! ხუთივე მოსაკლავი იყო! ხუთივე შუბლში ტყვიას იმსახურებდა…
დიახ! ყველა ასეთი პიროვნება საშიშია საზოგადოებისთვის, ყველა დასაჭერია ჯგუფურად თავდასხმისთვის, ადამიანის ასე გამეტებისთვის, მაგრამ არა სასიკვდილოდ (არც ისე ბევრნი ვართ ეს ქართველები)…
ყველაზე მეტად დედები მეცოდებიან, თაზოს დედაც და მერაბის დედაც… ყველაზე მეტად მათი ტკივილის მესმის… რამდენიმე დღეა, რაც არ დაბადებული ბავშვები დავკარგე და საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ, არადა მხოლოდ 2 თვე იყვნენ ჩემთან…
28 წელი და 38 წელი, წარმოიდგინეთ რა დროა… მათით რომ სუნთქავ, მათით რომ ფიქრობ, მათით რომ აზროვნებ და უცებ…
არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ ტკივილს!..
არც ერთი დედა არ იმსახურებს ამას!..
და თქვენ, რატომ არ ფიქრობთ ამდენს?!როცა ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებთ, რატომ არ ფიქრობთ თქვენს დედებზე მაინც?! როგორ იმეტებთ ასე უსირცხვილოდ მათაც და საკუთარ თავებსაც?!
სად გაიზარდეთ, სად აღიზარდეთ, ვინ გასწავლათ რომ ხუთნი ერთ კაცს თავს დაესხათ?!
კაცები არ ხართ?! ქართველნი არ ხართ?!
გოგოებო, უთხარით ბიჭებს, რომ არ მოგწონთ ასეთი კაცები, მამები, ძმები… რომ მათ გვერდით მშვიდად ვერასოდეს იქნებით…“
კომენტარები