ემიგრანტი ლანა ტუღუში სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემო მეგობრებო, ეხლახანს მომწერეს 59 წლის ქართველი ქალბატონი , ძალიან მძიმედაა…
მარცხენა ფილტვის სიმსივნით დაავადებულს მდგომარეობა დაუმძიმდა, ამჟამად საავადმყოფოშია, სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საქართველოში, მოლაპარაკებები დაწყებულია საელჩოსთან, ხვალისთვის ფონტინიადან რომში გადმოყვანის საკითხებს აზუსტებს ერთი ადამიანი, მაგრამ თანხის პრობლემაა… დრო კი არ ითმენს, გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ შევეშველოთ , მის ოჯახს არანაირი სახსრები არ გააჩნია…
იქნებ ჩვენ შევძლოთ და მოვასწროთ მისი სამშობლოში გადაფრენა!
არ მინდა ცუდზე ვიფიქრო , მჯერა აქ არ დავტოვებთ …
სასწრაფოდ უნდა ვიყიდოთ ბილეთი…
მაპატიეთ, მაგრამ ყველას გთხოვთ… “
კომენტარები