“მთავარი არხის” ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების მერებისთვის 54 ახალი მანქანა იყიდეს. რისთვისაც ჯამში დეკემბერში სულ 4 მლნ ლარია დახარჯული. ახალი ავტომობილები, რომლის ერთეულის ღირებულება საშუალოდ 80 000 ლარს სცდება, ბოლო დღეების განმავლობაში ჩინოვნიკებს დაურიგეს.
დღეიდან ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკვე ახალი მანქანებით გადაადგილდებიან.
არსებული ინფორმაციით, ყველა მანქანა “ოცნების” ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან შეიძინეს, რაც კორუფციის მკვლევარებისთვის შესაძლო კორუფციის მაჩვენებელიცაა.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები