დიდი მადლობა ჩეხ ტურისტს, რადგან საქართველოში მოგზაურობის ისტორია ისე დეტალურად გვაცნობა, თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალიან გაგვიადვილა საქმიანობა და მოძიება იმ ადამიანების, ვინც მასთან მჭიდრო კონტაქტში იყვნენ და ჩვენ ყველას მოვნახავთ, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. მან გუდაურის მცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„ვიცი, რომ გუდაურში იყვნენ ჩეხი ტურისტები და ამაზე ახლა იქ დიდი პანიკაა ატეხილი, მაგრამ გუდაურში ჩეხი ტურისტების ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს იქ ვინმე ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველა იმ პირს, ვინც საჭიროა. მთავარია, წყნარად, მშვიდად იყვნენ. თუ ძალიან ნერვიულობენ, იყვნენ თვითიზოლაციაში და თუ რამე სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ, მიმართონ სამედიცინო სამსახურებს“
კომენტარები