გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე უკვე რამდენიმე დღეა მთელი საქართველო საუბრობს.
ბრალდებულის მხარემ გაასაჯაროა ვიდეო მტკიცებულებები, ასევე გასაჯაროვდა ბრალდებულის ფოტო, სადაც ჩანს რომ ის ძლიერ არის ნაცემი.
გუშინ “ალია” ესაუბრა თამაზ გორთამაშვილის ოჯახის წვერებსა და ახლობლებს, რომლებმაც საზოგადოებას სთხოვეს, დააცადონ მეგობრის, ძმის, შვილის დაკრძალვა.
28 წლის თამაზ გორთამაშვილი დღეს დაკრძალეს.
შეგახსენებთ, თამაზ გორთამაშვილს სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის, ორი გულ-მკერდის მიდამოებში – როგორც ამას ახლობლები გვიყვებიან.
„ალიას“ გუდაურიდან არაერთმა ადამიანმა დაურეკა და მათ რამდენი ფაქტი შეგვატყობინეს:
1. გვითხრეს, რომ თამაზი აღარ მუშაობდა იმ ბარში და მუშაობდა ინსტრუქტორად. “გარდა თოვლისა და სრიალის სიყვარულისა, ინსტრუქტორად მუშაობა ერჩივნა ფინანსური კუთხითაც და კლიენტების ძარცვა და ასე ფულის კეთება რომ შესძლებოდა, თბილად გააგრძელებდა ბარში ჯდომას”
2. გვითხრეს, რომ გამოძიებამ უკვე დაკითხა მოწმეები, რომლებმაც დაინახეს და გაიგონეს, “როგორ იძახდა თაზო – აღარ ისროლო, ნუ მოკლავ და როგორ ჩადგა შუაში.”
3. გვატყობინებენ ასევე, რომ “გარდა იმ ახალგაზრდისა, რომელიც დაჭრილია და კლინიკაშია, კიდევ ერთ ახალგაზრდას დასჭირდა მკურნალობა, რადგანაც ისიც ძლიერ იყო ნაცემი. თუმცა, რატომღაც გამოძიება ამ დეტალს ჯერ არ ახმაურებს”
4. გუდაურიდან შეგვატყობინეს ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ბრალდებული, ყოფილი სამხედრო ძალიან არის ნაცემი, მაგრამ დაზიანებების ნაწილი მან მიიღო მას შემდეგ, რაც გაისროლა, მას შემდეგ რაც სისხლიანი თამაზი დავარდა, მას შემდეგ, რაც ხალხი მოგროვდა – და იგი სცემეს ზუსტად იმიტომ, რომ ახალგაზრდა ბიჭი დაინახეს სისხლიანი, სასიკვდილოდ დაჭრილი.
„ალია“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა თამაზის ოჯახის ახლობლებს და ჰკითხა მათ, მართალია თუ არა, რომ კობიაშვილი ხალხმა მას შემდეგ სცემა, რაც თაზო სასიკვდილოდ დაჭრეს, დაგვიდასტურეს – „კი, ეგ უკვე დამტკიცებულია და ფაქტია“
“ალია” მთელი დღე ცდილობდა დაკავშირებოდა ბრალდებულის ერთ-ერთ ადვოკატსაც, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა დაკავშირება.
“ალია” დაუკავშირდა შსს-საც, რომელმაც დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ამ ეტაპზე, გვითხრა, რომ გამოძიება გრძელდება.
სანამ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, ამ ოთხი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაცვის მხარეს, ცოტა არ იყოს გაუჭირდება, იმის დადასტურება, რასაც ამ დღეების მანძილზე ვისმენთ.
თუმცა, “ალია” გახსნილის ყველა მხარისთვის და რა თქმა უნდა, ისევე როგორც აქამდე, ყოველდღიურად შუქდებოდა ბრალდებული, ყოფილი სამხედროს ოჯახისა და ადვოკატების განცხადებები – ასევე, შეუძლიათ ახლაც მოგვმართონ და თავინთი პოზიციაც დააფიქსირონ.
ალია, თამო კეშელავა
კომენტარები