,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ადამიანთა სისასტიკესა და დაუნდობლობას საზღვარი რომ არა აქვს, დღეს, აი, ამ საშინელი რეალობის მორიგჯერ გაცნობიერების დღე იყო. ზოგი პირდაპირ აშანტაჟებდა და ლანძღავდა ნუცა ბუზალაძეს, ზოგიც უფრო ცბიერად იქცეოდა: თან, მიყვარხარ… ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ მაინც საჯაროდ გაკრიტიკებ(?!)… ესეც “მეგობრობაში” ახალი სტანდარტია.
თუ მეგობარი ხარ, დალოცვილო, საჯაროდ რას მწერ და რას მიწუნებ საქციელს. გაჩუმდი, დამშვიდდი, თითების კაკუნის ვნებას მოერიე და შენი წუხილი პირადად გამიზიარე, იქნებ შენი აზრები და პოზიციაა მცდარი და არა ჩემი. იქნებ შენ ვერ ხედავ სამყაროს სწორად, მაგრამ არა… თვითონ “კრისტალურები” არიან, თურმე, მოსკოვებში არ უვლიათ და აი, ნუცა ბუზალაძე მეგობრის წვეულებაზე მოსკოვში როგორ ჩავიდა, ამ ფაქტმა აღაშფოთა “კრისტალურთა” “უმანკო” გული. არ გიცნობდეთ მაინც. ეს “კრისტალურები” საათების წინ პრიგოჟინის მხურვალე გულშემატკივრები იყვნენ, თუ მეხსიერება არ მღალატობს.
გული არა გაქვთ თქვენ. აგური გაქვთ აშკარად, გულის ნაცვლად, თორემ სხვაგვარად იფიქრებდით, სხვაგვარად ისაუბრებდით და სხვაგვარად მოიქცეოდით. მოქცეოდით ისე, როგორც ადამიანები და არა როგორც მტაცებელი ცხოველები. სიბნელე და წყვდიადი სხვა არაფერია, თუ არა ამგვარი აზროვნება: ბრტყელი, ცივი, ბასრი.
არავითარი დანაშაული ნუცა ბუზალაძეს არ ჩაუდენია, რომ აიძულეთ ამდენი ბოდიში მოეხადა. ზუსტად თქვენნაირები უდანაშაულო კაცს ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანას აღიარებინებდნენ. ეს ხართ თქვენ.
და ესაა ბულინგი, ესაა ფსიქოლოგიური ტერორი, ესაა სისასტიკე, ესაა დაუნდობლობა, ესაა
სრულიად ანტიადამიანური, ანტიჰუმანური კამპანია. ვისაც შეაშინებენ, შეჭამენ! ამიტომ არავინ არ უნდა დანებდეს ამათ.
როგორც მხეცი არ უნდა გრძნობდეს, რომ შეგაშინათ, ისე ამათ არ უნდა მიცეთ საშუალება, რომ გაგტეხონ!
ნიჭიერება, მამაცი გული, მხნეობა, სულის სიმტკიცე არ აკლია ნუცას. არავის მოატეხინო ფრთები, არავის!
რაც შეეხება რადიოების პროტესტს, სასაცილო და ამაზრზენია ეს რეაქცია. ხვალვე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, რადიო “ობიექტივის”- 105.1 ხელმძღვანელობას, რომ შეუზღუდავი დრო დაუთმონ ნუცა ბუზალაძის შემოქმედებას.”
კომენტარები