“ლეიბორისტული” პარტიის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ოთარ ბექაური, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
ამ განცხადებას ვაკეთებ როგორც სამოქალაქო აქტივისტი და არა ლეიბორისტი ან “გაბედე”-ს წევრი. ამ წუთას ყველა რეგალიას ვიხსნი და არავის მოსთხოვოთ პასუხი ჩემს გამო.
დიდხანს ვიყავი ჩუმად, რადგან, სუსის ნაბი@ვარმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ერთხელ უკვე მიჩივლა პოლიციაში და დედა და ავადმყოფი მამა მინერვიულა. მოცემულ სქრინებში ნახავთ, როგორ ულახავს პატივსა და ღირსებას, ყოფილი ადვოკატი და ამჟამად სუსის აგენტი, მოსიარულე ბოროტება ირაკლი ზაქარეიშვილი, ბატონ მალხაზსა და მის ქალიშვილ – ნატას.
გული დამეწვა როცა ვნახე, როგორ ითხოვს დახმარებას მოთმინების ფიალა-ავსებული ნატა მაჩალიკაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ჩემთან ბრძოლაში ხო მაგარი ბიჭები ხართ? მიხედეთ ამ ნასედკასა და “კურიცას”!!! მე არ ვიმუქრები, მე ვიძლევი გაფრთხილებას, ამ არაკაცს თუ ვინმე რამეს დაუშავებს ამაში დამნაშავე მე არ ვიქნები! არ ვაპირებ ზაქარეიშვილისნაირი ქათამის გამო მშობლები ვანერვიულო. მაგრამ იცოდე ირაკლი ზაქარეიშვილო, შეეშვი გამწარებული მამისა და ძმამოკლული გოგოს გაღიზიანებას თორემ, მწარედ დაგსჯი მე შენ! დაგსჯი ოღონდ კანონის ფარგლებში და არა – კრიმინალურად!”
კომენტარები