საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, დინა მირცხულავა, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“გული მეგლიჯება ამ ფოტოს, ამ სახეს, ამ სასოწარკვეთილებას რომ ვუყურებ. ეს ამბავი რამდენიმე თვის წინ მოხდა და ამ ფოტოს რატომღაც დღემდე ვინახავ ჩემს ალბომში.
ეს ბიჭი მაროკოდანაა, მან ესპანეთში გადასასვლელად ზღვის გადაცურვა პლასტმასის ბოთლებით სცადა.
– მაროკოში დაბრუნებას, სიკვდილი მირჩევნია – ასე განუცხადა სანაპიროს დაცვას.
ყველას გვეყოფა საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩემი პატარა საქართველოც დაიტევს სიცოცხლე და თავმოძულებულ ბავშვებს…. ბოლოსდაბოლოს, დიდია დედამიწა, ძალიან დიდი”

კომენტარები