„ალიას“ ესაუბრება ნატო რობაქიძე, რომლის ქალიშვილს, ნია ქრისტესაშვილს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გულის მანკის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ოპერაციამდე და ამ კლინიკაში მოხვედრამდე საკმაოდ გრძელი და დიდი გზა განვლო სწორი დიაგნოზის დასასმელად:
ჩემ შვილს არ ჰქონდა გულის მანკის სტანდარტული სიმპტომები გამოხატული. 3 თვის ასაკიდან ეპილეფსია გვითხრეს და მაგ კუთხით ვიმკურნალეთ. ხშირად ემართებოდა ფილტვების ანთება, ხშირად ვხვდებოდით სხვადასხვა კლინიკებში, ვმკურნალობდით სხვადასხვა ექიმებთან, თუმცა, არასოდეს არავის უთქვამს, რომ გულის მხრივ შეიძლებოდა რამე პრობლემა ყოფილიყო. ერთხელაც, ერთმა ოჯახის ექიმმა გვირჩია, იქნებ კარდიოექოსკოპია გადაუღოთო. გავიკითხეთ და გვირჩიეს „ნიუ ჰოსპიტალსი“,
გვითხრეს, რომ ამ კლიკინიკაში, გარდა პროფესიონალი ექიმებისა, უახლესი, თანამედროვე აპარატურაა და გამოცდილი რადიოლოგები არიან. მივედით „ნიუ ჰოსპიტალსში“ კარდიოლოგ ლიკა კაპანაძესთან. აქ გავიგე პირველად, ამდენი წლის შემდეგ, რომ ჩემ შვილს გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა და მეტიც, სასწრაფოდ იყო საოპერაციო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ნამდვილად შოკი იყო ჩემთვის ეს
ინფორმაცია, რამდენ კლინიკასა და რამდენ ექიმთან ვიყავით მანამდე და არავის მიუტანია ეჭვი. მადლობას ვეტყვი პირველ რიგში ოჯახის ექიმს, რომელმაც მირჩია კარდიოლოგთან მივსულიყავი, დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალსს“ და მის ექიმებს, კარდიოლოგ ლიკა კაპანაძეს და კარდიოქირურგ შოთა ამბროლაძეს. საკმაოდ რთული ოპერაციის გაკეთება დაგვჭირდა, დიდი იყო დეფექტი და ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა რომ ჯერ დიაგნოზი დაისვა სწორად, მერე კი ოპერაციამ და მკურნალობამ გამოიღო შედეგი. ახლა ჩემი შვილი ჯანმრთელია, მისი ფიზიკური განვითარებაც კარგად
მიდის, მანამდე ყოველთვის იმაზე ნაკლები იყო წონაში, რამდენისაც ამ ასაკის ბავშვი უნდა იყოს.
ვიცი, რომ კარგია, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებს და ვიცი, რომ ექიმების საქმე მკურნალობაა, მაგრამ არ მქონდა გათავისებული, რამდენად დიდ საქმეს აკეთებენ. არც ის ვიცოდი აქამდე, რომ მთავარი არაა იყო ექიმი, მთავარია იყო პროფესიონალი ექიმი.
მადლობა „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომ ერთ სივრცეში მოუყარა თავი ამდენ კარგ სპეციალისტს და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, საშუალებას აძლევს მათ მეტი და მეტი სიცოცხლე გადაარჩინონ, მეტ ოჯახს მიანიჭონ შვილის გამოჯანმრთელებით გამოწვეული სიხარული.
„ალია“ დაუკავშირდა კარდიოლოგ, ლიკა კაპანაძეს და კომენტარი ვთხოვეთ მას ამ კონკრეტულ შემთხვევებზე და ვკითხეთ, როგორია სიმპტომები, რომლებიც შეიძლება არ იყოს ხილული, არ გამოიხატოს ტუჩების სილურჯით, მაგრამ ეჭვს აჩენდეს გულის დაავადებებზე.
ლიკა კაპანაძე:
– ნიას შემთხვევაში, მისმა მშობლებმა გულის მანკის არსებობის შესახებაც არ იცოდნენ. ბავშვს 5 წალმდე არაერთხელ ჰქონდა ფილტვის ანთება და კიდევ კარგი, ერთმა პედიატრმა უთხრა მშობლებს, არ მომწონს მოსმენისას გულის მდგომარეობა, შუილი მესმისო. პაციენტს აღმოაჩნდა თანდაყოლილი გულის
მანკი, ოღონდ, ეს არ იყო გულის მანკი სტანდარტული სიმპტომებით – არ იყო, მაგალითად, გამოხატული ტუჩების სილურჯე, რომელიც ადვილად შესამჩნევი სიმპტომია.
– ფილტვების ანთება გულის მანკით იყო გამოწვეული?
– სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად აზიანებს ფილტვებს. ამ შემთხვევაში ფილტვებში წნევა იყო მომატებული. გარდა ამისა, ხვრელი იყო დიდი, გულიც იყო გადიდებული. დაიგეგმა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც წარმატებით ჩატარდა და ნია რამდენიმე დღეში გავწერეთ სახლში. ახლა ჯანმრთელია, თავისუფლად
ირბენს, ივლის სკოლაში და ასე შემდეგ.
– როგორ უნდა ამოვიცნოთ გულის მანკი, როცა სიმპტომები არ არის გამოხატული?
– რაც შეეხება სიმპტომებს – ფილტვების ხშირი ანთება, მუდმივი ხველა, ქოშინი, ოფლიანობა, სილურჯე, ადვილად დაღლა, ცივი ხელ–ფეხი, შეიძლება შეშუპებაც იყოს. პირველ რიგში პედიატრმა უნდა შეამოწმოს და საეჭვო შემთხვევის დაფიქსირებისას, გაუშვას კარდიოლოგთან.
კომენტარები