ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “დილა ფორმულაზე” განცხადებას ავრცელებს:
გვინდა განმარტება გავაკეთოთ დღეს ჩვენს გადაცემაში მოწვეული სტუმრის მიერ ნათქვამი პოზიციის შესახებ.
ძაღლის ქცევის სპეციალისტის, კახა კვირიკაშვილის მიმართ იყო დასმული შეკითხვა პიტბულის ჯიშის ძაღლის ქცევასთან დაკავშირებით. რის პასუხადაც, რესპონდენტის მიერ გაკეთდა შედარება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან.
ცხადია, პირდაპირ ეთერშივე უნდა დაფიქსირებულიყო ჩვენი პოზიცია, რაც ვერ მოხერხდა. ამიტომ გვსურს განცხადების ფორმით განვმარტოთ, რომ რესპონდენტის ამ შეფასებას არ იზიარებს ფორმულას დილის შემოქმედებითი ჯგუფი და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შედარება არარელევანტური და მეტიც, სრულად მიუღებელი იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფორმულას დილის გუნდი, მუდმივად ზრუნავს სხვადასხვა სოციალური, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური მნიშვნელობის თემაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და ხშირად უთმობს ეთერს შესაბამისი დარგის წამყვან სპეციალისტებს. ასევე არა ერთი გადაცემა მიგვიძღვნია აუტისტური სპექტრის მნიშვნელოვან თემებისთვის.
გულწრფელ ბოდიშს გიხდით, რომ პირდაპირ ეთერშივე ვერ მოხდა ჩვენი მხრიდან დროული რეაგირება.
კომენტარები