მწერალი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“გარკვეული ხანია ვფიქრობ და ვაანალიზებ, რამდენად სწორი პოზიცია მიჭირავს ჩემი ქვეყნისა და ხალხის სინამდვილეში, ბოლო დროს ერთმა არასასიამოვნო ფაქტორმა დამაფიქრა, მეგონა, 90 -იანი წლებიდან, სტუდენტობიდან მოყოლებული მართალ გზას ვადექი, 9 აპრილიდან დაწყებული ყველა ქარცეცხლში გამოვიარე და არასოდეს მომითხოვია ამისთვის რაიმე პრივილეგია, არც მიმიღია, სამაგიეროდ, იცოცხლე, უმადურებაც მიწვნევია, მაგრამ ბოღმით არ განვწყობილვარ, რადგან წინასწარვე მქონდა გააზრებული, არაფერს არ უნდა დავლოდებოდი, ბოლოს მაინც მხარედ მომნათლეს და, ეტყობა, საქართველოში ისეთი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი დაავადება არსებობს, რაც არ უნდა ეცადო, მხარეობას მაინც ვერ ასცდები კაცი…
სწორედ ამან დამაფიქრა და ამ დაუმსახურებელი ბრალდებისგან რომ გავთავისუფლდე, გულწრფელ და ღია მონანიების გზას ვირჩევ და ყველა მომხრეს, ეს იქნება ნაციონალებისა თუ სახელისუფლო პარტიის, უმორჩილესად გთხოვთ პატიებას, ქოციც თქვენ იყავით და ნაციც, მე, ერთი ჩვეულებრივი ქართველი კაცი ვარ, ჩემი ცოდვებითა და სიკეთეებით, ჩემთვის ვმოღვაწეობ, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ და, კარგად გამიგეთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, თუ მოჭარბებული მგრძნობელობით გავაკრიტიკე თქვენი “სათაყვანებელი” პოლიტიკოსები, არადა, დარწმუნებით ვიცი, სულ ფეხებზე ჰკიდიათ ვინმეს კრიტიკა და თავისას მაინც ებერებიან, მდიდრდებიან და ზულუქდებიან, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მათ, მოსაკითხს, როცა იქნება უფალი მოჰკითხავს, მე, ჩემი ხალხი და ქვეყანა მადარდებს, ჩემი შუაზე გახლეჩილი საქართველო და მისი საზოგადოება… მაპატიეთ, მე, დღეიდან აღარასოდეს ვიქნები მხარე, მე, მხოლოდ ჩემი ქვეყნისა და ხალხის მხარედ დავრჩები…”
კომენტარები