“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, “პალიტრანიუსთან, გახარიაზე საუბრისას, თქვა:
გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო “ბოლი” – ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს.
სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.”
კითხვას, ელოდება თუ არა მეორე ტურს თბილისში, თუ გიორგი გახარია იქნება მერობის კანდიდატი, კობახიძე პასუხობს:
“მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“
კომენტარები