82 წლის ასაკში გარდაცვლილ ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს დღეს, 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა. მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი”, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები” და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
კომენტარები