მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი ოზურგეთიდან ირმა გორდელაძე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით:
„რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით არის ნეგატიური დამოკიდებულება. პატიოსანი რუსი იქნება თუ ლტოლვილი, ჩვენთვის რუსი ასოცირდება ოკუპანტთან. როდესაც – გვკლავდნენ, გვაწამებდნენ და გვანგრევდნენ, ისინი ამას ამართლებდნენ.
როდესაც ამხელა შემოდინება ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის ცუდი ფაქტორი და ვართ აღელვებულები. საზღვრები ღიაა, ვინ შემოდის, რა შემოდის, ვინ აგენტია – ამის აღრიცხვა არ ხდება. მოსახლეობაში არის ძალიან დიდი პროტესტი და უკმაყოფილება. გურიაში, რუსებმა ბოლო პერიოდში ბევრი გამოკეტილი სახლები იყიდეს. ამ პრობლემას მხოლოდ ლაპარაკი არ უშველის საჭიროა – მოქმედება“
კომენტარები